წესები, პირობები, კონფიდენციალურობა

ინფორმაცია ი/მ ვლადიმირ რზიანკინის ონლაინ მაღაზია, ს/კ 306278578, საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დას., დ. კვაჭანტირაძის ქ., N22, ბ. 162 , vladimir.rz212@gmail.com, საკონტაქტო ნომერი: 568 90 58 25

მოვაჭრის ვალდებულებები

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

მხარეთა პასუხისმგებლობა

თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.

მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

1. დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება

მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად ი/მ ვლადიმირ რზიანკინის (შემდგომში „კომპანია”) ვებ-გვერდის https://sand-shtorm.geshop.one/ მეშვეობით ან სარეწის გარეთ.

პროცესის განხორციელებისათვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებლის რეგისტრაცია ელ. ფოსტის საშუალებით, სადაც იგი გაეცნობა კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და არსებით პირობებს, აგრეთვე წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოხატავს ნებას, რომ იგი გაეცნო და თანახმაა, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.

შეკვეთის მიღება

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვითსაიტზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ასევე, შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს 14 სამუშაო დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 2 სამუშაო დღეს.

შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.

მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და მახასიათებლების შემოწმება.

მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

1.1 დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

ა) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

ა) კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა.

1.2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული (ფოსტით) მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია. აგრეთვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ მისი გაგზავნა ფოსტის მეშვეობით შეუძლებელია.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1) ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება კომპანიას აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.

1.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

1.3.1 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:

ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

2. ონლაინ შეძენილი პროდუქციის შეცვლის ზოგადი პირობები

2.1. საწყის ფასში გაყიდული პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

2.2. შეძენილი პროდუქციის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის პროდუქციაში – მომხმარებლისთვის არასასურველი ნივთის იმავე ღირებულების ნივთში გადაცვლით, ან თანხის დამატების შემთხვევაში უფრო ძვირადღირებული პროდუქციით.

2.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის ჩაბარების შემდგომ შეამოწმოს პროდუქციის მდგომარეობა და 2.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოხატოს ნება ნივთის დაბრუნების თაობაზე ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის ან/და მაღაზიაში გამოცხადების მეშვეობით.

2.4. მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე წინასწარ, 2.1. პუნქტში მითითებულ ვადაში, გადაამოწმოს შესაძლებელი იქნება თუ არა ნივთის გადაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება ნივთის შეცვლა/გადაცვლა, მაშინ ამოქმედდება პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული წესები

კანონისმიერი გარანტია

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:

1) თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

2) საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

3) საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

4) საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

5) მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;

6) მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7) მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

8) 8) იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა;

მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოთმოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება;

გამყიდველი ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა იმ შემთხვევაში, თუ შესაკეთებელი დეტალი ან ნივთი ადგილზეა სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა, სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და აქსესაურების შენახვა.

კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.




პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს ი/მ ვლადიმირ რზიანკინსა (ს/ნ 306278578) და მომხმარებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლები და წესები.

წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა მოიცავს მომხმარებლებთან სარეწის გარეთ გაფორმების ზოგად და დისტანციური საშუალებების გამოყენებითა დადებული ხელშეკრულებების გაფორმების წესებს, რომლის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში.

1. პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება

თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიზნით, ი/მ ვლადიმირ რზიანკინ ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.

2. კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:

კომპანიის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;

პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;

დისტანციური შეთანხმებების დადება;

ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;

პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინეტერესების დაცვა;

შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის;

შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით;

3. კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:

შეკვეთების მიღება და დამუშავება;

მომსახურებისა და დისტანციური შერთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;

სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;

კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;

4. პეროსნალური მონაცემების შენახვის ვადა:

პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე;

5. პერსონალური მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს ი/მ ვლადიმირ რზიანკინის ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL და სხვა) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

6. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

ი/მ ვლადიმირ რზიანკინი პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

მომხმარებლის დათქმა პერონალური მონაცემების გამოყენებაზე:

„მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, მიერ „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებლის“ მონაცემები („მომხმარებლის“ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას და მოცემულ წესზე ელექტრონული ხელმოწერის შემდგომ;

„მომხმარებელი“/სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ქოლ ცენტრში დარეკვით: 568 90 58 25, ელექტრონული შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით: vladimir.rz212@gmail.com.

თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი;



დანართი #1


გასაგზავნი ფორმა

ი/მ ვლადიმირ რზიანკინს

მის: თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დას., დ. კვაჭანტირაძის ქ., N22, ბ. 162

საიდენტიფიკაციო ნომერი: 306278578

ელ. ფოსტა: vladimir.rz212@gmail.com

ტელ./ფაქსი 568 90 58 25



სახელი გვარი ____________________________ს

მის: ________________________________________

ტელ:________________________________________



განცხადება

(საქონლის უკან დაბრუნების შესახებ)



გთხოვთ, დაიბრუნოთ ჩემ მიერ (შეკვეთის თარიღი) შეძენილი (დასახელება).


ფორმის შევსების თარიღი: